თბილისის N217 სკოლის უფროსკლასელებთან კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა
27-03-2024

თბილისის N217 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

6 მარტს, სკოლას კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელს უმასპინძლეს. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწე შოთა შაფაქიძემ უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართა. 

საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ, გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

ფოტოები: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203