„მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ“ - საინტერესო პრეზენტაცია ​მიქელეფონის საჯარო სკოლაში
27-03-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შემეცნებითი აქტივობით შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მიქელეფონის საჯარო სკოლის VIII - IX კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია თემაზე - „მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დისკუსიის მიზანი იყო გაკვევა თუ რა იცის საზოგადოებამ, როგორია გავრცელებული მითები და რეალობა.

პრეზენტაცია მეტად საინტერესო აღმოჩნდა. დისკუსიის დროს დაისვა კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები გასცეს, როგორც პრეზენტაციის მონაწილეებმა, ასევე მათმა ხელმძღვანელმა - ირინა კუტალაძემ.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს საინტერესო ინიციატივისთვის. 

„მადლობა პედაგოგს, რომ ზრუნავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის... ბედნიერება და მზეგრძელობა მზის შვილებს“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203