სკოლის დირექტორებს დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭებათ - კანონპორექტი
31-03-2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დირექტორის მოადგილის, შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორსა თუ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება ექნება, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება.

კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203