„ვულოცავთ წარმატებას!“- თბილისის N6 სკოლის მოსწავლე ელიზაბედ შამათავა Miss Little Galaxy Georgia-ს ტიტულის მფლობელია 
27-03-2024

თბილისის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.

დღეს, სკოლა სიამაყით გვიზიარებს VII კლასის მოსწავლის - ელიზაბედ შამათავას წარმატებას. მეშვიდეკლასელმა მილანში გამართულ კონკურსზე - World Rising Star 2024 ბრწყინვალედ იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ელიზაბედმა კონკურსზე თავი კარგად წარმოაჩინა და გახდა გამარჯვებული ნომინაციაში - Miss Little Galaxy Georgia - 2024. 

ახლო მომავალში მოსწავლე მიემგზავრება ბულგარეთში, მსოფლიო Galaxy -ზე საქართველოს სახელით. სკოლა ამაყია მოსწავლის წარმატებით და მას წინსვლას უსურვებს. 

ელიზაბედს ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ წარმატებებს!“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203