ხუნწის სკოლის მოსწავლის პერსონალურ გამოფენაზე დამთვალიერებლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ
ხუნწის სკოლაში IX კლასის მოსწავლის ნინო ხაჟომიას პერსონალური გამოფენა მოეწყო.
ნამუშევრები მრავალფეროვანი იყო და ნორჩი მხატვრის სულიერ სამყაროს გამოხატავდა.
ნინო პირველი კლასიდანვე ავლენდა განსაკუთრებულ ნიჭს ხელოვნებისადმი. მას პედაგოგი ზაირა უჩავა უწყობდა ხელს ამ უნარების განვითარებაში.
გამოფენაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრიდან, სადაც ნინო ვითარდება სახვითი ხელოვნების შემსწავლელ წრეში.
დამთვალიერებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ ნორჩი მხატვრის შემოქმედებით.
იხილეთ ფოტოები