კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დღეები მოეწყო
29-05-2018
კიროვაკანის საჯარო სკოლაში ანბანის ზეიმი და „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. ორივე ღონისძიება ემოციებით დატვირთული, სახალისო და საინტერესო იყო.
კერძოდ, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის გაცილების საღამო ლექსებით, სიმღერებითა და სახალისო დადგმებით გაალამაზეს. მეთორმეტე კლასის ოთხმა მოსწავლემ კი-საკუთარი შემოქმედება ორგანიზებულად და შინაარსიანად განახორციელა. ისინი სკოლას, მასწავლებლებსა და მეგობრებს გულისამაჩუყებელი სიტყვებით დაემშვიდობნენ.
სკოლის პატარებმა პირობა დადეს, რომ მომავალი წლიდან სწავლას უკეთესად გააგრძელებენ, ხოლო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდების წარმატებით ჩაბარებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წინ სვლას მხოლოდ წარმატებით გაგრძელებენ.