„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
27-03-2024
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშება. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება განხორციელდა. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ნამუშევრები შექმნეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - დიახ, არ ვითვლით... მზის შვილები ჩვენთვის განსაკუთრებული და განუმეორებელი მეგობრები არიან, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მათი კეთილდღეობისთვის. ადამიანს ალამაზებს შინაგანი სილამაზე, რაც გარეგანზეც მოქმედებს“,- ამბობენ სკოლაში. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203