„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ონტოფოს საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ნაძვის ნერგები დარგეს
27-03-2024
აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობა თემით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნაძვის ხეები დარგეს და გარემოს გამწვანების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ეკოცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203