„დისციპლინა ნიშნავს უსაფრთხო და შემოქმედებით გარემოს“ - სოფიო ქუთათელაძე, ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
27-03-2024

სოფიო ქუთათელაძე ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი და გეოგრაფიის პედაგოგია, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და კომუნიკაბელურობა მისთვის ის მთვარი თვისებებია, რაც კარგ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს - ამ ღირებულებებით კი ცდილობს იყოს სამაგალითო ლიდერი და მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევაა უყვარდეს მოსწავლეებს და იყვნენ წარმატებულები. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედგაოგ სოფიო ქუთათელაძესთან: 

 - კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელურობა. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კლასში იყოს უსაფრთხო და შემოქმედებითი გარემო, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- როგორ გგონიათ? გამოთქვით თქვენი მოსაზრება

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობდი საგნებს, რომლებიც ჩემი მომავალი პროფესიის დასაუფლებლად დამჭირდებოდა

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- პასუხისმგებლიანი და თავის საქმეზე შეყვარებული. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ბავშვების სიყვარული და მათი წარმატება. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203