სასაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატების თებერვალი და izrune.ge-ს დამსახურებული დიპლომები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტექსტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
მათ შორის არიან მე-4 კლასელი მარიამ ონიანი და მე-3 კლასის მოსწავლეები - ნინო ონიანი და ჯაბა ონიანი. მათ თებერვლის თვის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით შეასრულეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: