„გულისტკივილით ვემშვიდობებით ღირსეულ მასწავლებელს, აღმზრდელს, ძვირფას ადამიანს“- კოთელიის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს- აივენგო ბერუაშვილს გლოვობს
27-03-2024

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს - აივენგო ბერუაშვილს გლოვობს. 

აივენგო ბერუაშვილი არაერთი წელი ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.

სკოლაში მას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ და უკანასკნელ გზაზე დიდი გულისტკივილით აცილებენ. 

„თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს - აივენგო ბერუაშვილს ემშვიდობება. დიდია აივენგო მასწავლებლის ღვაწლი, მშობლიურ სკოლაში მან რამოდენიმე ათეული წელი იმსახურა, მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდა სამშობლოს, იგი იყო დამსახურებული პედაგოგი, წლების განმავლობაში დაჯილდოებული სხვადასხვა ორდენებით. დღეს, გულისტკივილით ვემშვიდობებით ღირსეულ პედაგოგს, აღმზრდელს ძვირფას ადამიანს. მუდამ დარჩებით ჩვენს გულებში, არასოდეს დაგივიწყებთ მშობლიური სკოლა, მშვიდად განისვენეთ გმირი შვილის გოგიტა ბერუაშვილის გვერდით, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა. მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი მიწა. ღმერთმა ნათელი მოჰფინოს თქვენს ალალ სულს“,- ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203