როგორ უნდა წარადგინონ მასწავლებლებმა მედალოსნები და რა ინფორმაცია უნდა შეიტანონ „ესქულის“ ბაზაში - განმარტებები
28-03-2024
2023-2024 სასწავლო წელი 20 მაისს მე-12 კლასელებისთვის დასრულდება და პედაგოგებმა, წარჩინებული მოსწავლეები „ესქულის“ ბაზაში უნდა მონიშნონ.

როდიდან უნდა აისახოს ინფორმაცია სისტემაში? - საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მეადლოსნებს სასწავლო წლის ბოლოს წარადგენენ, მას შემდეგ, რაც შეფასებები გახდება ცნობილი.

რაც შეეხება „ესქულის“ ბაზაში ინფორმაციის ასახვას - პედაგოგებმა ბაზაშივე უნდა გახსნან კონკრეტული მოსწავლე, იქვეა ჩანართი „მედალი“ - შეავსებენ ქულას და მიუთითებენ მედლის ტიპს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203