„დისციპლინა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი“ - მენჯის საჯარო სკოლის მასწავლებელი ელისო ლემონჯავა პედაგოგის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს 
28-03-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის მასწავლებელი ელისო ლემონჯავა თავსი საქმის პროფესიონალი, პასუხისმგებლობით აღსავსე, ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. მას ძალიან უყვარს ლიტერატურა და თავის მოსწავლეებსაც ყოველთვის კითხვისკენ მოუწოდებს. მისთვის კარიერული წინსვლა, განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტში ენთუზიაზმით მონაწილეობს და მათში ბავშვებსაც აქტიურად რთავს.

პედაგოგი ელისო ლემონჯავა etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- დისციპლინა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ესგ სტანდარტებზე გასვლას და კარგ შედეგს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- იკითხეთ ბევრი, იაზროვნეთ დამოუკიდებლად

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ძალიან ბევრ ლიტერატურას გავეცნობოდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- პოზიტიური, მეგობრული მასწავლებელი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩართული ვარ უამრავ პროექტში, რომლის შესრულება ძალიან დიდ სიხარულს ტოვებს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- კითხვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203