ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-05-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში - ,,დედა ენა ქართული" მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დაჯილდოვების ცერემონია მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტთან - „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა.  

კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან ლალი მარგიანთან, ანარ შარიფოვთან და ნარინე ასატრიანთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაიარეს. 

სკოლის აღსაზრდელები ნელი მათოსიანი, ლუსინე არზუმანიანი, მარტინა ვერმიშიანი, ეთერა ავეტისიანი, აიდა ვერმიშიანი, სუზანა ახვერდიანი, ერიკ და ნონა გრიგორიანები და სამირა იბადოვა და სკოლის დირექტორი სერთიფიკატებით და წიგნებით დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას მარნეულის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და თბილისიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე ფოლკლორული ანსამბლები გამოვიდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203