ვალის N3 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
28-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები კი მათი განვითარებისთვის ყოველდღიურად შრომობენ.
ამჯერად, სკოალში ეროვნული, შუა საუკუნეებისა და ახალი ლიტერატურის ნაწარმოების ავტორებს მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.
მისი ორგანიზატორი სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ჰასმიკ ბიჩახჩიანი იყო. პრეზენტაციის მიმდინარეობაში IX, X, XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.