„დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემას“- ჯენი ნაზლუიანი, ბურნაშეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი
28-03-2024
„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა უცხოური ენები და მასწავლებლის საქმიანობა“,- ამბობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ჯენი ნაზლუიანი, რომელმაც ცხოვრება სკოლასა და მომავალი თაობის აღზრდას დაუკავშირა.
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს. ამჯერად, პედაგოგმა etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისებაა...
- კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა და შემოქმედებითობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემას, ქცევის წესების დაცვასა და მოსმენის უნარს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „აბა მისმინეთ ყურადღებით, რასაც ვხსნი...“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- შევეცდებოდი, მომეპოვებინა გრანტი და ვყოფილიყავი წარმატებული სტუდენტი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები?
- მოსწავლეები დამახასიათებდნენ როგორც მიზანდასახულ, მეგობრულ, კრეატიულ ადამიანს.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების ოლიმპიადებში მონაწილეობა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...