გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის „არიფიონის“ წევრებმა შეხვედრაზე ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი ნაწყვეტები წაიკითხეს.
მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ნოდარ დუმბაძის ამ რომანის შესახებ.
ისაუბრეს მთავარ პერსონაჟზე, ზურიკელა ვაშალომიძეზე, ობოლ ბიჭზე, რომელიც იზრდება სოფელში, კეთილი მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის, გარემოცვაში.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ომისა და გაჭირვების მიუხედავად, ეს ადამიანები დუმბაძისეული განუმეორებელი იუმორით უყურებენ ცხოვრებას და ერთმანეთის სიყვარულითა და თანადგომით ყოველგვარ დაბრკოლებებს უძლებენ.
იხილეთ ფოტო