ბათუმის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო, მათ სურვილებს მორგებული საგაკვეთილო პროცესი შესთავაზონ და მეტად გააქტიურონ.
ამჯერად, რუსული სექტორის მე-3ვ კლასში გაიმართა პრეზენტაცია, თემაზე - „ჩემი სამშობლო - საქართველოა“.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას პედაგოგი ნადეჟდა ჭარბაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ისაუბრეს ქვეყნის კულტურულ, გეოგრაფიულ თუ ეკონომიკურ ღირებულებებზე და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
დღე საკმაოდ საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: