განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სატელევიზიო კომენტარში, რომელიც საჯარო დაწესებულებებში სტუდენტთა სტაჟირებას ეხებოდა, განმარტა, რომ ივლისიდან 3000-ზე მეტი პირი შეირჩევა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი ადრეა, რადგან პროექტში მონაწილეობა მათთვის ნებაყოფლობითია.
„სტაჟირების პროგრამა ეხება საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. წელსვე 3000-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცემა მონაწილეობის საშუალება... შერჩევას სავარაუდოდ ივლისიდან დავიწყებთ და 1-ელი სექტემბრიდან, წლის ბოლომდე - 4 თვის განმავლობაში იმუშავებენ საჯარო დაწესებულებებში.
მონახაზი გვაქვს, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება შერჩევა და ჯიპიეი - აკადემიური მოსწრება, თუმცა შესაძლოა სხვა კომპონენტებიც დავამატოთ.
ასევე მნიშვნელოვანია სტაჟირების პროცესის შეფასების ინსტრუმენტები... ჩვენი უწყების მაგალითზე გეტყვით - ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვესაჭიროება მოტივირებული, ცოდნამიღებული ახალგაზრდები, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს საკუთრ მოვალეობებს, მენტორების დავალებებისა და მეთველაყურეობის ქვეშ... ჩვენ მზად ვართ, ისინი დავტოვოთ სამსახურებში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.