„აბიტურიენტი რომ ვიყო, იმავე პროფესიას ავირჩევდი“ - აზა ჯანხოთელი, სასაშის საჯარო სკოლის პედაგოგი
28-03-2024

ზა ჯანხოთელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მეგობრული, სამართლიანი, მოსწავლეებსა და პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელია. ბავშვობიდან მოსწონდა პედაგოგის პროფესია, თავიდანვე იცოდა, რომ ერთ დღეს ამ ამპლუას მოირგებდა და განსაკუთრებით აინტერესებდა, როგორი მასწავლებელი იქნებოდა. დღეს ახდენილი ოცნებითა და დიადი გეგმებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრდის ინტელექტუალურ თაობებს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ აზა ჯანხოთელთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, მეგობრული, პროფესიის სიყვარული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სწავლის საუკეთესო ხარისხს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე....

- ჩვენ ერთმანეთის დახმარებით ამ მიზანს მივაღწევთ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ რომ დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების სიყვარული.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203