სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლას, კურსდამთავრებული და ამავე დროს საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენელი სტუმრობდა.
სტუმარი, მოსწავლეებს საქართველოს წითელი ჯვრის საქმიანობასზე ესაუბრა, მოხალისეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსწავლეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა გამოთქვეს ინტერესი და მზაობა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვისა და ორგანიზაციათან სამომავლო თანამშრომლობის.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის.
იხილეთ ფოტოები: