4 ქვეყნის სახელწოდება შეიცვალა - გადაწყვეტილება სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 
28-03-2024

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილება, 3 ქვეყნის -  ჩერნოგორიის, ბელორუსიისა და მოლდავეთისთვის სახელის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილების მიხედვით:

1. ჩერნოგორია შეიცვალოს სახელწოდებით მონტენეგრო.

მონტენეგრო, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, არის ხმოვანფუძიანი უკვეცელი გეოგრაფიული სახელი და იბრუნვის ამგვარად:

სახ. მონტენეგრო
მოთხ. მონტენეგრო-მ
მიც. მონტენეგრო-ს
ნათ. მონტენეგრო-ს(-ი)
მოქმ. მონტენეგრო-თ(ი)
ვით. მონტენეგრო-დ
წოდ. მონტენეგრო(-ვ)

მონტენეგროდან წარმოქმნილი სახელებია: მონტენეგრო-ელ-ი, მონტენეგრო-ულ-ი

2. ბელორუსია შეიცვალოს სახელწოდებით ბელარუსი.

ბელარუსი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, არის თანხმოვანფუძიანი უკუმშველი გეოგრაფიული სახელი და იბრუნვის ამგვარად:

სახ. ბელარუს-ი
მოთხ. ბელარუს-მა
მიც. ბელარუს-ს
ნათ. ბელარუს-ის
მოქმ. ბელარუს-ით
ვით. ბელარუს-ად
წოდ. ბელარუს-ო

ბელარუსიდან წარმოქმნილი სახელებია: ბელარუს-ი ან ბელარუს-ელ-ი და ბელარუს-ულ-ი

3. მოლდავეთი შეიცვალოს სახელწოდებით მოლდოვა.

მოლდოვა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, არის ხმოვანფუძიანი კვეცადი გეოგრაფიული სახელი და იბრუნვის ამგვარად:

სახ. მოლდოვა
მოთხ. მოლდოვა-მ
მიც. მოლდოვა-ს
ნათ. მოლდოვ-ის
მოქმ. მოლდოვ-ით
ვით. მოლდოვა-დ
წოდ. მოლდოვა(-ვ)


მოლდოვიდან წარმოქმნილი სახელებია: მოლდოვ-ელ-ი და მოლდოვ-ურ-ი.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ რომ 2023 წლის 28 ივლისიდან შეიცვალა კოლუმბიის რესპუბლიკის სახელწოდება. ცვლილების შედგად ქვეყნის სახელწოდებაა - „კოლომბიის რესპუბლიკა“

„აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიამ იმსჯელა კოლუმბიის რესპუბლიკის ქართულ ენაზე სახელწოდების შეცვლის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოღებულ იქნეს მისი ავთენტიკური სახელწოდება – „კოლომბიის რესპუბლიკა“. როგორც ცნობილია, კოლომბიის რესპუბლიკის მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქვეყნის სახელად „ კოლუმბიის“ ნაცვლად დამკვიდრდეს „კოლომბია“. 

კოლომბია“, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, არის ხმოვანფუძიანი კვეცადი გეოგრაფიული სახელი და იბრუნვის ამგვარად:

სახ. კოლომბია
მოთხ. კოლომბია-მ
მიც. კოლომბია-ს
ნათ. კოლომბი-ის
მოქმ. კოლომბი-ით
ვით. კოლომბია-დ
წოდ. კოლომბია(-ვ)

ხმოვანფუძიანი გეოგრაფიული სახელიდან „კოლომბია“ წარმოქმნილი სახელები იქნება „კოლომბიელ-ი“ და „კოლომბიურ-ი“.


 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203