დიდი სმადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღია გაკვეთილზე „ბაში-აჩუკი“ განიხილეს
29-05-2018
დიდი სმადის  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერეტურის  პედაგოგმა ნონა კიკაბიძემ VIII კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა. 

თემა გახლდათ „გრძნობა-გონების ჭიდილი“ აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ მიხედვით.
 
მოსწავლეებმა გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს; როგორც წყვილებში, ასევე    ინდივიდუალურად იმუშავეს და ბოლოს, კინოფილმ „ბაში-აჩუკიდან“ კონკრეტულ ეპიზოდს უყურეს.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები ნაწარმოებიდან კონკრეტულ ცოდნას დაუფლებოდნენ, მსჯელობის, გაანალიზების, კვლევის, ტექსტის ინტერპრეტაციის, ჯგუფური მუშაობისა და ამ ცოდნის გამოყენების უნარი განვითარებოდათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203