დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
21 მარტს, პოეზიის საერთაშორისო დღეს საბათლოს საჯარო სკოლაც შეუერთდა. ღონისძიება ჩატარდა იდეათეკის თანამედროვე ბიბლიოთეკაში.
მონაწილეობდნენ ქართული და სომხური სექტორის მოსწავლეები, ასევე, სომხური სექტორის ქართული ენის მასწავლებლები - მანანა თარაშვილი და ნუნუ ქადაგიშვილი და ქართული სექტორის მასწავლებლები - სოფიო მამაჯანაშვილი და მზევინარ წიკლაური.
ღონისძიებაზე პედაგოგებმა ისაუბრეს პოეზიის რაობასა და მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ქართული პოეზიის ნიმუშები, პედაგოგმა - მანანა თარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი შემოქმედებიდან რამოდენიმე ლექსი და გულმხურვალე ტაში დაიმსახურა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები, იმღერეს სიმღერები, ისაუბრეს შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, რომლებსაც მათში ესა თუ ის ლექსი იწვევდა.
ღონისძიება პედაგოგებმა ქართული ხალხური სიმღერით დახურეს. ამ დღემ მოსწავლეთა მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
იხილეთ ფოტოები: