„კარგი მასწავლებელი უნდა იყოს ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და უპირობოდ უყვარდეს მოსწავლეები“ - რეხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო მამიჯანაშვილი
29-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნინო მამიჯანაშვილი შრომისმოყვარე, ყურადღებიანი და პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში. სწორედ ამიტომ, მათ ყოველთვის საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს და პოზიტიურ გარემოს სთავაზობს. პედაგოგი ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მათ ყოველთვის უსმენს და თითოეულის აზრს ითვალისწინებს.

ნინო მამიჯანაშვილი Etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კარგი მასწავლებელი უნდა იყოს ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და უპირობოდ უყვარდეს აღსაზრდელები.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- პოზიტიურ სასწავლო გარემოს, გაკვეთილს სადაც მოსწავლე თავს დაცულად გრძნობს და სწავლა-სწავლების პროცესი არის თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გავიხსენოთ, შენი აზრით.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ამ კითხვაზე ალბათ ჩემმა მოსწავლეებმა უნდა გიპასუხოთ, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ მათგან  სიყვარულს და პატივისცემას.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ბავშვებთან ურთიერთობის ყოველი დღე წარმატებულია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- განსაკუთრებით მათემატიკა მაინტერესებდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203