ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეების კონკურში წარმატებით იასპარეზეს
29-05-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მელანო ჭეიშვილი და ქრისტინე ძნელაძე ესეების კონკურში - „წიგნიერი“ მონაწილეობდნენ. ესეების კონკურსი თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. „თიბისი ბანკმა“ კი მოსწავლეები 300 და 200 -ლარიანი ვაუჩერებით და პლანშეტით დაასაჩუქრა.
კონკურსის ძირითადი მიზანია წიგნიერი მოსწავლეების აღზრდა -განათლება და მათზე ზრუნვა.
სკოლის ადმინისტრაცია „წიგნიერს“ დამაარსებელ ელენე თურქაძეს და სკოლის ქართულისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - გულნაზი ცეცხლაძეს და ნონა ლობჟანიძეს წიგნიერი მოსწავლეების აღზრდისათვის მადლობას უხდის.