ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებით ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში სომხური ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც VI, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ჰასმიკ ბიჩახჩიანის ხელმძღვანელობით, სომხურ ანბანს ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: