ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა 
29-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

შესაბამისად სკოლაში აღინიშნა წყლის დაცვის საერთაშორისო დღე. მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

აქტივობაზე მუშაობისას, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, უკეთ გაიაზრეს წყლის რესურსების დაცვის აუცილებლობა. 

სკოლაში აღნიშნეს, რომ აქტივობის გამართვის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. რომ ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეკნაზ პეტროსიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203