„კარგი მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და მიღწეულით არ კმაყოფილდებოდეს“-რეგინა ადუაშვილი, ​ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი
29-03-2024

„ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის როცა კლასში მყავს დაინტერესებული და ბეჯითი მოსწავლეები“ - ეს რეგინა ადუაშვილის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორის სიტყვებია, ლიდერის, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, არასდროს კმაყოფილდება მიღწევებით და მუდმივად მეტისკენ მიისწრაფვის. სკოლის ხელმძღვანელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და დღეს, უკვე ახდენილი ოცნებით, ღირსეულად ემსახურება სასკოლო საზოგადოებას და განათლებული თაობების აღზრდის საქმეს.

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ რეგინა ადუაშვილთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კარგ მასწავლებელს უნდა ქონდეს თანამშრომლობის მაღალი კულტურა, უყვარდეს მოსწავლეები, სისტემატურად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე  და მიღწეულით არ კმაყოფილდებოდეს

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- თითოელი მოსწავლის აქტიურად ჩართვას გაკვეთილზე.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მოსწავლეთა სახელებს ყურადღების გასამახვილებლად.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- პროფესიად ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და სამართლიან პედაგოგად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის როცა კლასში მყავს დაინტერესებული და ბეჯითი მოსწავლეები. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- გავმხდარიყავი სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203