მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემაც - „ზამთრის კურორტები“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს კონსულტანტ-მასწავლებელი ბექა თოშხუა ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები საქართველოს ზამთრის კურორტებს გაეცნენ, მოიძიეს ინფორმაცია თითოეულის შესახებ, მათთვის უცნობი ფაქტების შესახებ გაიგეს და კლასელებს გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: