დიდი თონეთის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა „ბოლო ზარზე“ სკოლის ეზოში ნერგები დარგეს
29-05-2018
დიდი თონეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი" აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
ღონისძიების ბოლოს კი მოზარდებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ბოლო ზარმა" ემოციურად ჩაიარა. იხილეთ ფოტოები