გომანის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
29-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, მათში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად,  სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეების მეირ, თემში ცნობიერების ამაღლება“, ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებასთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მიზანი იყო, უკვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შეჯამება და ანალიზი. გამოკითხვა ჩატარდა სოფლის თემში, თემაზე - ეკოლოგიისა და სასმელი წყალის დაბინძურების საკითხები და პრობლემის გადაჭრის გზები.

შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203