ოფშკვითის საჯარო სკოლის კლუბის - „ფერადი ქიმია“ წევრები საინტერესო ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში არიან ჩართულნი
02-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებითა და ექსპერიმენტებით სწავლობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი - „ფერადი ქიმია“, რომლის წევრებიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში არიან ჩართულნი. 

ახლახან, კლუბის წევრებმა დიდი მონდომებით შექმნეს ლოგო.

აღსანიშნავია, რომ საკლუბო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულნი თითოეული თემის განხილვაში, მონაწილეობენ ცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203