ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების გამრავლფეროვნებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება შთამბეჭდავი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები ხალისითა და სიამოვნებით ერთვებიან.
მათ შორის აღსანიშნავია, გაზაფხულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით - „თოვლქვეშ ყოველთვის სიჩუმეა გაზაფხულისა“, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი წარმოდგენები დადგეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და გაზაფხული იზეიმეს.
იხილეთ ფოტოები: