გორდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
01-04-2024
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ხორციელდება პროექტი - „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“, რომლის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.

თებერვლის თვეში მოსწავლეები შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს და თავიანთ კლასებში წაიკითხეს მათთვის საყვარელი წიგნებიდან მცირე მონაკვეთები.

თვითმმართველობის წევრებმა თავიანთ კლასებში ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე -  რა სახის ლიტერატურა გვიყვარს?

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყველაზე მეტად პოპულარული ლიტერატურა პროექტის ფარგლებში იქნება შეძენილი.

აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ გორდის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203