„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა, რომ ჯამში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება.
ცნობილია ასევე, რომელ უმაღლეს სასწავლებელს რამდენ სტუდენტზე შეეძლება გრანტის გაცემა.