ონოღიას საჯარო სკოლაში საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება იზეიმეს
29-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება აღნიშნა.

სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ. მათ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ ისაუბრეს და ნაკრებს მომავალშიც წინსვლა უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. დაძაბული თამაში პენალტების სერიით დასრულდა, გამარჯვება კი საქართველოს დარჩა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203