დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და შედეგზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, საინტერესო ბილინგვური გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ, სადაც ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
გაკვეთილი წარმატებით წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ბილინგვური გაკვეთილების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
საფარლოს საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების დანერგვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.