ახალდაბის საჯარო სკოლის დებატ-კლუბის წევრებმა მორიგი ლიტერატურული ნაწარმოები განიხილეს
02-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს დებატ-კლუბი, რომლის წევრებიც აქტიურობით გამოირჩევიან. 

ახლახან, დებატ-კლუბის წევრებმა შერონ მ. დრეიპერის „გონების მიღმა“ განიხილეს.

წიგნის განხილვისას დებატი გაიმართა საკითხზე: შეზღუდული შესაძლებლობის პირს რომ გაუგო, საკმარისია საკუთარი თავი შეცვალო?

დებატი საინტერესოდ წარიმართა, კლუბის წევრებმა დაამტკიცეს:

  • რომ ცვლილებები აუცილებელია,
  • რომ პროგრესი იყოს ცხოვრებაში და
  • რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს;

კლუბში ტრადიციულად, ჩართულნი არიან მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები;

დებატ-კლუბის ხელმძღვანელია, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მალვინა ზოიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203