„დამსახურებული მასწავლებლის“ სიგელი ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა ხატიაშვილს გადაეცა
01-04-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა ხატიაშვილმა „დამსახურებული მასწავლებლის“ სიგელი მიიღო.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგილობრივი რესურსცენტრების მიერ გადაგზავნილი მონაცმების მიხედვით, ყოველწლიურად აჯილდოვებს პედაგოგებს „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდებით.
აღნიშნული სიგელის მიღება ნიშნავს იმას, რომ პედაგოგი სარგებლობს რეპურტაციით სასკოლო საზოგადოების წევრებში, აქვს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება და აქტიურად არის ჩარტული საზოგადოებრივ საქმიანოებებში - სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაეცა „დამსახურებული მასწავლებლის“ სიგელი და სამკერდე ნიშანი სკოლის დირექტორსა და პედაგოგს მანანა ხატიაშვილს.
ზოგადსაგანმანათლებლო ლიდერის წრამტებით ამაყობს მისი კოლექტივი და საჯაროდ ულოცავენ მას ამ დაფასებას. ხორნაბუჯის საჯარო სკოლის კოლექტივი ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს მანანა ხატიაშვილს.