ლენჯერის N1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარობს. სკოლის კვალიფიციურ მასწავლებელთა გუნდის ინიციატივით კი სწავლება თანამედროვე მიდგომების გამოყენებით უფრო საინტერესო და მიმზიდველია მოსწავლებიისთვის.
სკოლის წარმომდაგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ისტორიის საგანში საინტერესო პროექტს აკეთებენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები. პედაგოგ მაია გულედანის ინიტიატივითა და დაუღალავი შრომის შედეგად მოსწავლეებისთვის ისტორიის სწავლება კიდევ უფრო საინტერესო გახდა.
სკოლაში ტარდება პროექტი „საქართველოს მეფეების“ შესახებ, რომელშიც ჩართულნი არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელებიც ეცნობიან საქართველოს მეფეებს, ამუშავებენ წყაროებს, ქმნიან რუკებს და პოსტერებს ეპოქების მიხედვით. ამასთან აკეთებენ მოძიებული მასალების პრეზენტაციას.
ამჯერად პრეზენტაციები წარმოადგინეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა. გთავაზობთ მოსწავლეთა ვინაობასა და მათ საპრეზენტაციო თემებს:
ლიზი გულედანი - „მეფე მირიანის გაქრისტიანება“
მარიამ ნავერიანი - „მეფე ფარნავაზი და საქართველო“
გიორგი ნანიშვილი - „დავით მესამე კურაპალატი“
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგს ასეთი საინტერესო აქტივობებისთვის და დიდი ინტერესიტ ელოდებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი აქტივობების განხორციელებას.