თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლები ზაჰესის უნიკალურ ჰიდროელექტროსადგურს ესტუმრნენ
ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის კვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი და დირექცია დიდ ყურადრებას უთმობენ მოსწავლეთა აფარორმალურ განათლებაში ჩართვას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ცდილობენ სხვადსხვა აქტივობებში ჩართულობით მოსწავლეებს დაეხმარონ და აღმოაჩენინო მათი ინტერესებზე მორგებული პროფესიები.
თელავის N7 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამაში.
„მოსწავლეები: ლუკა ორუჯაშვილი და მარიამ შუბითიძე, ესტუმრნენ ზაჰესის უნიკალურ ჰიდროელექტროსადგურს, სადაც სამენტორო პროგრამის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ პირველ, ისტორიულ ჰიდროელექტროსადგურს, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მათგან საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში აგრძელებს სამენტორო პროგრამას და სკოლის მოსწავლეებს მათი ინტერესების შესაბამისი კარიერული განვითრების გზების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: