თეთრიწყლების საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
01-04-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

ამ ლამაზი გრძნობების გამოსახატავად კი საუკეთესო დრო გაზაფხულის პირველი დღესასწაულებია. 

თეთრიწყლების საჯარო სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საზეიმო წარმოდგენაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

დამსწრე საზოგადოებას ბავშვებმა გააცნეს ამ დღის ისტორია, წაიკითხეს ლექსები დედაზე, წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ფილმები და ინსცენირებები, სადაც ხაზი გაუსვეს, დედის როლსა და ამაგს და მშობლების მიმართ სიყვარული გამოხატეს. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიკა მაისურაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203