თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
სკოლას ესტუმრნენ ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრის თემა კი იყო - „საზოგადოების ინფორმირობულობისა და მედეგობის გაზრდა“.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: