მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით უნივერსიტეტს ესტუმრნენ
03-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში პროფესიონალი, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგ სოფო ნარიმანიშვილ-მაისურაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. მოსწავლეები STEM პროექტებს დააკვირდნენ და გაეცნენ თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებს ფიზიკაში.

გასვლითმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები სკოლაში ემოციებით დატვირთული დაბრუნდნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.

მასწავლებელი სოფო ნარიმანიშვილი-მაისურაძე ამ შესაძლებლობისთვის მადლიერია, მან საკუთარი ემოციები სოციალურ ქსელში გააზიარა.

„უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ დავით სონღულაშვილს ასეთი თბილი და ნაყოფიერი ლექციისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა STEM ინოვატორთა ასოციაციას ამ შესაძლებლობისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს.
ასევე, ჩემო საოცარო ბავშვებო, თქვენ ხართ ჩემი სიამაყე და სიმდიდრეები. ძალიან მიყვარხართ და მართალია გამონათქვამი - „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ სწორედ ასეა და მადლობა უფალს, რომ მარგუნა მასწავლებლის სტატუსი და გამომაცდევინა ეს გრძნობა. მუდამ მეამაყოს თქვენით, ასევე მლაშეს სკოლას და სკოლის მენეჯერს ქალბატონ ივეტა გიორგაძეს ვუხდი უღრმეს მადლობას ამ შესაძლებლებისათვის, რასაც თქვენ ჩვენთვის და მოსწავლეებისათვის აკეთებთ. ასევე უღრმესი მადლობა ქალბატონ მავრა სამხარაძეს, ჩვენს გვერდით ყოფნისთვის“,- წერს სოფო ნარიმანიშვილი-მაისურაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203