კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
27 მარტს, ჯგალის თემის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU). მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა, ლაბორატორიები, აუდიტორიები, სასწავლო და სპორტული სივრცეები.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო პროგრამების შესახებ. ვიზიტი მეტად სასიამოვნო და ინფორმაციული იყო და დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გააკეთონ პროფესიის არჩევის დროს სწორი არჩევანი“,- აღნიშნავენ სკოლაში და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: