შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ნიგაზეულის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, შესაბამისად, სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ჩატარდა შიდასასკოლო პირველობა მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
გოგონათა შორის:
I ადგილი - სალომე ხიმშიაშვილი (XI კლასი);
II ადგილი - ელენე ხიმშიაშვილი (VII კლასი);
III ადგილი - ლანა ხიმშიაშვილი (V კლასი).
ვაჟთა შორის:
I ადგილი - ბაჩუკი აბაშიძე (X კლასი);
II ადგილი - ნიკოლოზ აბაშიძე (XI კლასი);
III ადგილი - შაკო რესულიძე (VIII კლასი).
სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა ახარებთ და მათ წარმატებით ასპარეზობას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: