დაბა ლენტეხის N1 სკოლის მოსწავლეებისთვის, პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში, საინტერესო პროექტი განხორციელდა 
01-04-2024

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში, პროფესიული უნარების სააგენტომ პროფესიული მომზადების პროგრამის - „რეგიონალური ტურის მეგზურის“ ფარგლებში პროექტი ჩაატარა.

პროექტის მიზანი რეგიონალური ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა ცვლილებასა და ინოვაციაზე ორიენტირებული პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ამავდროულად რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული ტურისტული პროდუქტების შექმნის კომპეტენციებისა და გამოცდილების შეძენა გახლდათ.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა (მე-10, მე- 11 კლასები) დავალება  წარმატებით შეასრულეს.

„მათ აიმაღლეს და გაიმრავალფეროვნეს ცნობიერება მათი რეგიონის შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა მოინახულეს ძველი და ახალი ციხე-კოშკები და ეკლესიები, ეწვივნენ მუზეუმს, წარადგინეს პრეზენტაციები.

„მათ ასევე გაიმდიდრეს ცოდნა, შეიძინეს გამოცდილება და კულტურული თვითმყოფადობის ფასეულობა. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი „მომავლის ელჩებს“ რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203