უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული უნარების განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
01-04-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორისაა პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე განხორციელდა სასერტიფიკატო პროგრამა „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“ კოლეჯ „ერქვანის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის იანვრიდან კი კოლეჯის ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდებოდა ახალი კურსები კერძოდ - „საოჯახო სასტუმროს მართვა“. 

აღნიშნულ კურსში ჩართულნი იყვნენ სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი

„მადლობას ვუხდით პროფესიული უნარების სააგენტოსა და კოლეჯ „ერქვანს“ მხარდაჭერისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სკოლასა და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203