ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის სექტორის, ჯურუყვეთის N2 და ახალსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
01-04-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის სექტორში, ჯურუყვეთის N2 და ახალსოფლის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგის რუსუდან პაქსაძის ორგანიზებით, პროექტი - „გვაერთიანებს თანადგომისა და მშვიდობის სურვილი“ გაიმართა. მასში სამივე სკოლა მონაწილეობდა. მოეწყო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. 

აღნიშნული პროექტი სამ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი - ახალსოფლის საჯარო სკოლაში, მეორე ნაწილი - ჯურუყვეთის სკოლაში, ხოლო მესამე ნაწილი - ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის სექტორში შეჯამდა.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. საგრანტო პროგრამის მიზანი იყო: ხელი შეუწყოს საქართველოს ზოგადი განათლების საფეხურზე სამშვიდობო განათლების დანერგვას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინიციატივების გამოჩენისა და ჩართულობას.

„უდიდეს მადლობას ვუხდით ფონდ „ლაზარესა “და „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივის“ორგანიზატორებს იმის გამო, რომ ჩვენ მიერ მომზადებული პროექტის გეგმა გამარჯვებულ პროექტთა შორის შეარჩიეს და გაგვიწიეს ფინანსური დახმარება, მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის. ასევე დიდი მადლობა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს იმისათვის, რომ ორი თვის განმავლობაში დაუღალავად იშრომეს პროექტით დაგეგმილი მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა დირექციის წარმომადგენლებს“,- წერს პედაგოგი რუსუდან პაქსაძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203